შენაძენის გაკეთება საიტზე

ისროა-ზე შეკვეთას ანხორციელებთ ვებ-საიტიდან, მაღაზიაში მისვლის გარეშე. ანგარიშსწორებისათვის თქვენ გეძლევათ რამდენიმე საშუალება

კურიერთან თანხის გადახდა

  • VISA ან MASTERCARD ბარათებით თანხის ონლაინ გადახდა
  • საქართველოს ბანკის ონლაინ განვადება
  • კრედო ბანკის ონლაინ განვადება
  • თიბისი ბანკის ონლაინ განვადება შეკვეთის გაფორმებისათვის გთავაზობთ რამოდენიმე საშუალებას
  • სასურველი პროდუქტის კალათაში დამატება, შემდეგ კი გადახდის ან განვადების განხორციელება
  • საიტზე განთავსებულ ჩათში მოწერა
  • Facebook გვერდზე მოწერა
  • ჩვენს საკონტაქტო ნომერზე დარეკვა

რა ხდება თანხის გადახდის/განვადების გაკეთების შემდგომ თუ თქვენ აირჩევთ ოფციას “გადახდა ნაღდი ფულით შეკვეთის მიღებისას” დაგიკავშირდებათ ჩვენი ოპერატორი და დააზუსტებ შეკვეთის ავთენტურობას. მას შემდეგ რაც შეკვეთის ავთენტურობა დადასტურდება ის იქნება გააქტიურებული.

სხვა შემთხვევებში (ონლაინ გადახდა; თიბისი ბანკის განვადება; საქართველოს ბანკის განვადება; კრედო ბანკის განვადება) შეკვეთა ავტომატურად ითვლება აქტიურად.

რა ხდება მას შემდეგ რაც შეკვეთის სტატუსი გააქტიურდება

თბილისში აქტიური შეკვეთები ბარდება შეკვეთის დღესვე. (გარდა შემთხვევებისა როდესაც შეკვეთის ჩაბარება ვერ ხერხდება ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო; მაგ: ბანკის ხარვეზი, მომწოდებლის ხარვეზი)

რეგიონებში შეკვეთა ბარდება 4 სამუშაო დღის მანძილზე.

ნივთის უკან დაბრუნება

ჩვენი მხრიდან პროდუქტის უკან დაბრუნება ხდება შემდეგ შემთხვევებში

  1. მიღებული ნივთი არ შეესაბამება საიტზე განთავსებულ პროდუქტს (მონაცემები ან სურათი არ ემთხვევა რეალურს).
  2. პროდუქტი დაზიანებულია
  3. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი
  4. თუ ამ ყველაფრის შესახებ შეგვატყობინებთ ნივთის მიღებიდან 12 საათის განმავლობაში

თუ უბრალოდ გადაიფიქრე შეძენა

იმ შემთხვევაში თუ შეძენა გადაიფიქრეთ და ნივთის გამოგზავნამდე მიიღეთ ეს გადაწყვეტილება ჩვენ ამ შეკვეთას მარტივად გაგიუქმებთ!

იმ შემთხვევაში თუ ნივთი უკვე გამოგზავნილია და შეძენა გადაიფიქრეთ მოგიწევთ საკურიერო მომსახურების გადახდა (ფასი დამოკიდებულია ნივთის წონაზე და არის არაუმეტეს 20 ლარისა).

ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში

დაბრუნების პროცედურა, თანხმობა დაბრუნებაზე და ვადები დამოკიდებულია მომწოდებელზე.

დაბრუნების პროცესი დაიწყო და ნივთი უკან გამოვაგზავნე, როდის უნდა ველოდო თანხის ჩარიცხვას?

თანხა უკან ბრუნდება 2 კვირის მანძილზე.